ფეხბურთი

22:05 | 10.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, ოტამენდის – არა

ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტური ცუდი მსაჯობით გამოირჩა. ლა ლიგაში რომ სუსტი მსაჯები არიან და ეს ჩემპიონატის აქილევსის ქუსლია არახალია, თუმცა 30-ე ტური ამ მხრივ განსაკუთრებით ხმაურიანი გამოდგა.

“რაიო ვალეკანოსა” და “რეალს” შორის გამართულ დერბიში (0:2), შეხვედრის მთავარ მსაჯს მარიო მელერო ლოპესს 51-ე წუთზე მასპინძელთა კარის მიმართულებით პენალტის დანიშვნა მართებდა, რადგან ანტონიო ამაიამ კრიშტიანო რონალდუ წესების დარღვევით დასცა საჯარიმოში, თუმცა არბიტრი უხეშად შეცდა და პორტუგალიელს სიმულაციის გამო ყვითელი ბარათი უჩვენა. ამის გამო, რონალდუს “ეიბართან” შეხვედრის გამოტოვება უწევდა, რადგან მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთე ყვითელი გახლდათ. შესაბამისად, მადრიდელებმა მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და რონალდუსთვის ბარათის გაუქმება მოითხოვეს.

“ბილბაოსა” და “ვალენსიას” შეხვედრაში (1:1) კი, ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესმა ნიკოლას ოტამენდის წითელი ბარათი უჩვენა, რაც აშკარად გადამატებული გახლდათ, რადგან ბურთზე პირველი არგენტინელი გახლდათ. გარდა ამისა, მსაჯმა არიც ადურისს ბოლო წუთზე თამაშგარე გოლი ჩაუთვალა, რის გამოც “ღამურებმა” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. კლუბის ხელმძღვანელობამ ოტამენდის წითელი ბარათის გაუქმებაზე აპელაცია შეიტანეს, ხოლო ადურისის გოლზე მსაჯი უმკაცრესად გააკრიტიკეს.

ცოტა ხნის წინ, ორივე კლუბმა პასუხი მიიღო. რონალდუს ყვითელი ბარათი მოუხსენეს და “ეიბართან” ითამაშებს, ხოლო ოტამენდის გაძევება ძალაში დატოვეს და “ლევანტესთან” გასამართ დერბის გამოტოვებს.

0.149001