ფეხბურთი

19:28 | 8.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” თვალი არბელოას დაადგა

თჰე თელეგრაპჰ-ის ცნობით, ლონდონის “არსენალი” მადრიდის “რეალის” მარჯვენა მცველის, ალვარო არბელოას შეძენას შეეცდება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “მეთოფეებს” მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ. საქმე ისაა, რომ არბელოა “რეალის” სასტარტო შემადგენლობის წევრად არც ახლა ითვლება და მომდევნო სეზონში, როდესაც მადრიდულ გუნდს ამჟამად “პორტუში” მოთამაშე დანილო მიაშურებს, 32 წლის ესპანელის სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება. ამას ისიც ემატება, რომ არბელოას მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ ეწურება და თუ ინგლისელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, “არსენალში” გადასვლის სურვილს თავად ფეხბურთელიც გამოთქვამს.

არბელოამ პროფესიონალური კარიერა “რეალში” დაიწყო, რის შემდეგაც ჯერ “დეპორტივოში”, შემდეგ კი “ლივერპულში” ითამაშა და 2009 წელს მადრიდში დაბრუნდა. სამეფო კლუბის მაისურით მან 219-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა. აქედან 26 თამაში და 1 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114931