ფეხბურთი

19:55 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ რიბერი: “ვან გაალი ცუდი ადამიანია”

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ goal.com-თან რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის მან გერმანულ გრანდში ლუის ვან გაალის მწვრთნელობის პერიოდიც გაიხსნა და ჰოლანდიელ სპეციალისტს ცუდი ადამიანი უწოდა.

“ვან გაალისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ვარსკვლავების რაოდენობას გუნდში, ყველა იწყებდა ნულიდან. მის წინაშე დავკარგე ნდობა. ლუის ვან გაალი ცუდი ადამიანია.

ბევრ გუნდს სურდა ჩემი შეძენა და შემეძლო სამყოფელის გამოცვლა. ყველაზე მეტად “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი” და “იუვენტუსი” ინტერესდებოდნენ.

“რეალს” უარი იმიტომ ვუთხარი, რომ ჩვენი პრეზიდენტი ული ჰიონესი მოვიდა კალ ჰაინც რუმენიგესთან ერთად და მითხრა: შენ ჩვენთან უნდა დარჩე, რადგან ჩვენთვის ხარ ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც მესი “ბარსელონასთვის”. საბოლოოდ, მე ბედნიერი ვიყავი მიუნხენში დარჩენით.

ფეხბურთი ჩემი სამუშაოა, მაგრამ ამავდროულად გასართობიც. მომწონს მოედანზე დარჩენა, ისევე როგორც ვარჯიშები.

ჩემპიონთა ლიგის მოგება კვლავაც მსურს. 2013 წელს მოგებული ლიგა წარმოუდგენელი ემოცია იყო, ისევე როგორც ჰაინკესის მთავარ მწვრთნელად ყოფნა. ჰეთ-თრიქი ჩემთვის, ჩემი კარიერისთვის, კლუბისთვის და ქომაგებისთვის უდიდესი კმაყოფილება გახლდათ. იგივე შედეგის განმეორება ამ გუნდს ისევ შეუძლია.

ზინედინ ზიდანთან შეხვედრა ყოველთვის დიდი სიამოვნებაა. ის იყო უდიდესი ფეხბურთელი და არის დიდი ადამიანი. 2006 წელს, ვიწყებდი წარმატებულ კარიერას და მაშინ საფრანგეთის ნაკრებში ყოფნისას ზიდანი ძალზე დამეხმარა. ჩვენ ყოველთვის გვაქვს კონტაქტი, როცა ორი კვირის წინ მას მიუნხენში შევხვდი, სავახშმოდ წავედით და ბევრი ვისაუბრეთ”, - ამბობს რიბერი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 7 აპრილს ფრანგი ფეხბურთელი იუბილარია. მას 32 წელი შეუსრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118766