სხვა

14:12 | 7.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ჰაკუჰო დაამარცხა!

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა წარმატებულად იასპარეზა იაპონიის კანაგავას პრეფექტურას ქალაქ ფუძისავაში გამართულ მორიგ საგაზაფხულო ტურნირში.

27 წლის ტოჩინოშინი ძიუნგოს სერიის მორიგი შეჯიბრის ფავორიტთა შორის არ ყოფილა, თუმცა, ფინალში გასვლა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გორგაძემ ნახევარფინალში იოკოძუნა ჰაკუჰო დაამარცხა, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი სეკივაკე ტერუნოფუჯისთან დათმო.

საგაზაფხულო ტურნირები 26 აპრილამდე გასტანს, მორიგი ოფიციალური ტურნირი კი 10-24 მაისს ტოკიოში ჩატარდება. მანამდე, 27 აპრილს პროფესიული სუმოს მორიგი რეიტინგი იგივე ბანძუკე გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ ბაშოზე ტოჩინოშინმა (8-7) და გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმაც (11-4) დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დააფიქსირეს და წოდებაში დაწინაურება ელით.

მარტის სუპერტურნირზე ტოჩინოშინი დასავლეთის მე-4 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობდა, გაგამარუ კი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115823