მიუხედავად იმისა, რომ გენუის “სამპდორია” დღეს იტალიის სხვა ბობოლა კლუბებზე რანგით დაბალ გუნდად ითვლება, ქალაქ გენუაში და გენუის გარეთაც, “სამპდორიას” ქომაგები არასოდეს აკლდა და აბა რა გასაკვირია, რომ მათ შორის ცნობილი მოდელიც გამოერევა.
ფოტომოდელი ლუანა კროსი გენუის “სამპდორიაზე” ყოფილა გულშევარდნილი და ამ კლუბის პატივსაცემად ისეთი თამამი ფოტოგადაღებები გააჩაღა, თქვენი მოწონებული. როგორც შხვართი ლუანა ამბობს, ამ ფოტოსესიას “სამპდორიას” ყველა ფეხბურთელს და პერსონალურად კლუბის ლეგენდარულ მესაჭეს. სინიშა მიხაილოვიჩს უძღვნის.
მიუხედავად იმისა, რომ გენუელთა კლუბი გასულ კვირას ფლორენციაში იქაურ “ფიორენტინასთან” დამარცხდა, ზღვაოსნები კვლავ აგრძელებენ ევროტურნირების საგზურისათვის ბრძოლას და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ლუანა კროსს სიხარულის მიზეზი არ დაელევა. თამამი ფოტოები მერე უნდა ნახოთ!...







