ფეხბურთი

21:29 | 6.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელიმ თამაშს უთამაშებლობა არჩია

ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ლივერპული 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში განაცხადს მიღმა დარჩა სტუმართა იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი. მომხდარი “წითლების” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ჟურნალისტებთან განმარტა.

“მარიო ვარჯიშზე ჩემთან მოვიდა მითხრა, რომ მგზავრობა არ შეეძლო. სწორედ ამიტომ არ იყო იგი განაცხადში. მან თავად გადაწყვიტა უთამაშებლობა”, - ამბობს როჯერსი.

მარიო ბალოტელი ინგლისურ გრანდში სეზონის დაწყების წინ გადავიდა, თუმცა დღემდე მასზე გაცემული ავანსი სანახევროდაც კი ვერ გაამართლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10989