თამაშგარე

10:08 | 5.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ერთბაშად სამ ლამაზმანს ეარშიყებოდა

კატალონიაში ბურთის მაგორებელ სუპერბიჭუნას, ბრაზილიელი ნეიმარის ოღრაშობას ბოლო არ უჩანს და მან ქალებში გრიალი თუ ასე გააგრძელა, სულ მალე ღირსეულად დაიმკვიდრებს თავს, კრისტიან ვიერის სახელობის ევროპაში ყველაზე ცნობილ და ქალებზე გადარეულ მაჩოთა კლუბის წევრებს შორის.

რამდენიმე დღის წინ, ნეიმარმა ფეშენებელურ რესტორანში ცნობილი სამი ბრაზილიელი მოდელი: რაფაელა მაჩადო, ჟულიანა ორტა და სელენა ალვეში დაპატიჟა და იქ ამბავი აწეულა – დედა შვილს არ აიყვანდა ხელში. ნეიმარი არც სიახლეებზე თვალებდაჭყეტილ პაპარაცებს დამალვია.

ნეიმარის მიერ მოწყობილ ჭეშმარიტად ბრაზილიურ ოხვრა-კისკის-გნიასში ევროპელმა ბულვარული პრესის წარმომადგენლებმა ის დასკვნა გამოიტანეს, რომ ნაიმარი კიდევ კარგა ხანი იყიალებს უცოლო ოღრაში კაცის სტატუსით.

ეს ის ბიჭი არაა, ვინმეს ცოლ-ქმრობის უღელი აგრე იოლად რომ დაადგმევინოს.

0.164852