ფეხბურთი

1:28 | 4.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზავი "ლუი მეორეზე"

საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტური ერთ-ერთი ცენტრალური მატჩით დაიწყო.“ლუი მეორეზე” ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის მებრძოლმა კლუბებმა ითამაშეს, "მონაკო" შინ "სენტ ეტიენს" დაუპირისპირდა.

პირველი ტაიმი ნაკლებად საინტერესო გამოვიდა, უგოლო პირველი ტაიმი სტატისტიკური თვალსაზრისითაც კი მოსაწყენი გამოვიდა. საწყისი წუთებიდანვე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტმა ბურთის კონტროლში აშკარად აჯობა მეტოქეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ჟარდიმის გუნდმა უმატა შეტევებს, თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს.

62-ე წუთზე “სენ ეტიენმა” კონტრ-შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა, მათმა ნახევარმცველმა ფრენკ ტაბანუმ ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი ზუსტად ერდინგის მისამართით გაიგზავნა, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელმა მეკარისაგან შორეულ მარცხენა კუთხეში ძალიან ზუსტად დაარტყა. 28 წლის ფორვარდმა შანსი იდეალურად გამოიყენა, ამ მომენტში აშაკარად შეცდნენ “მონაკოს” მცველები.

ანგარიში ლეონარდო ჟარდიმის მიერ გაკეთებული ცვლილების შემდეგ გაიხსნა, კარვალიო მარტიალიმ შეცვალა, რომელმაც მოედანზე გამოსვლიდან 3 წუთში გოლი გაიტანა. მასპინძელთა მარცხენა ფლანგზე აქტიურად მოქმედებდა კურზავა, რომლმაც ერთ-ერთი შეტევისას სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ყველას დაასწრო მარტიალიმ და ერთი შეხებით, უძლიერესი დარტყმით გაუტანა რუფიეს.

თამაშში გასული პირველი გოლის მსგავსად მეორე გოლის დროსაც მცველები შეცდნენ. ორივე შემთხვევაში ბურთი საჯარიმოში ჩააწოდეს, მოგერიება კი ვერ მოხერხდა.

ფრედ დასრულებულ მატჩს სატურნირო ცხრილში ცვლილებები არ მოჰყოლია. “მონაკო” კვლავ მეოთხე ადგილზეა, ჟარდიმის გუნდს ერთი ქულით ჩამორჩება “სენტ ეტიენი.”

მონაკო – სენტ ეტიენი 1:1 (0:0)

მონაკო, “ლუი მეორე”

მონაკო: სუბასიჩი, კურზავა, რაჯი, ვალასე, ფაბინიო, კონდოგბია (ბერნარდო სილვა 58), ტულალანი, კარასკო, მოუტინიო, კარვალიო (მარტიალი 65), ბერბატოვი (ჟერმაინი 82)

მთავარი მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

სენტ ეტიენი: რუფიე, კლერკი, კატერინე, პერინი, ტაბანუ, ლემოინე, დიომანდე, ნ’გუემო (ბაისი 77), მონე-პაკე, ერდინგი (ვან ვოლფსვინკელი 79), მოლო (ბრისონი 87)

მთავარი მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე

გოლები: 0:1 ერდინგი (ტაბანუს პასი 62), 1:1 მარტიალი (კურზავას პასი 68)

მთავარი მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო

გაფრთხილება: მოუტინიო (63), ტაბანუ (69), რაჯი (82), ფაბინიო (90+1)

0.153485