ფეხბურთი

17:00 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეკენბაუერი ჰუმელსს პრემიერლიგას ურჩევს

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი დორტმუნდის “ბორუსიასა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველ მატს ჰუმელსს ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას ურჩევს. ამის შესახებ კაიზერმა გამოცემა “ბილდთან” ინტერვიუში განაცხადა.

“26 წელი ის ასაკია, რომელიც პრემიერლიგაში გადასასვლელად იდეალურია”, - თქვა ბეკენბაუერმა.

მატს ჰუმელსის მიმართ ინგლისური გრანდის დაინტერესების შესახებ უკვე კარგა ხანია იწერება. დრო გამოაჩენს გაითვალისწინებს თუ არა ჰუმელსი ლეგენდარული თანამემამულის რჩევას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11327