ფეხბურთი

16:08 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო “რეალს” ემადლიერება

მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ ფიფას ოფციალური გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” მადლობელი ცხოვრების ბოლომდე იქნება. მან ასევე იმ მიზეზებზე ისაუბრა თუ რატომ დატოვა მადრიდი.

“მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა. “ბლანკოსის” მადლობელი ყოველთვის ვიქნები, მაგრამ მე-10 თასის მოგების მერე მოტივაცია დავკარგე. “ბაიერნში” გადასვლის მთავარი მოტივი კი პეპ გვარდიოლა გახლდათ”, - განაცხადა ალონსომ.

ჩაბი ალონსო მიუნხენურ გრანდში გასულ ზაფხულს გადავიდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად უმალვე იქცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120446