ფეხბურთი

14:43 | 3.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მატა - “მანჩესტერის” გულშემატკივრების მარტის რჩეული

“მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებმა მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა მიიჩნიეს. გასულ თვეში “წითელმა ეშმაკებმა” პრემიერლიგაში სამი შეხვედრა მოიგეს, ხოლო ასოციაციის თასზე “არსენალთან” “ოლდ ტრაფორდზე” დამარცხდნენ (1:2).

მატამ მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატის მატჩებში მიიღო მონაწილეობა და “ლივერპულთან” “ენფილდზე” მოგებულ შეხვედრაში დუბლიც გაიფორმა. დანარჩენ შეხვედრებში ესპანელს თავი არ გამოუჩენია.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მატამ 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118614