საქართველოს სახელბურთო ჩემპიონატზე სამტრედიამ 31-30 დაამარცხა სტუ, ხოლო ბათუმმა 31-26 მოუგო ქუთაისს და ფინალურ ოთხეულში თამაში გაინაღდა.
დღის პირველ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი სტუ და თასის მფლობელი, სამტრედია შეხვდნენ. ტაიმი სტუ-მ 16-13 მოიგო, მეორეში კი ორჯერ იგებდა 4 ბურთით, მაგრამ მე-40 წუთზე მეტოქის სწრაფი გარღვევის შეჩერებისას მეკარე არჩილ სამიტაშვილმა წითელი ბარათი მიიღო, სამტრედიამ კი სხვაობის შემცირება დაიწყო. ანგარიში პირველად 59-ე წუთზე გაათანაბრა ირაკლი თევზაძემ, ხოლო დასრულებამდე წუთით ადრე მანვე გამარჯვების გოლიც გაიტანა. საქართველოს ჩემპიონატზე ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ბოლოს ათიოდ წლის წინ დამარცხდა, როდესაც თბილისთან ფინალური სერიის ერთ-ერთი მატჩი წააგო.
მეოთხე ადგილზე მყოფი ბათუმი 3 ქულით უსწრებდა პეგასს და ბოლო ორ მატჩში, ქუთაისთან ან სამტრედიასთან, 2 ქულა სჭირდებოდა. ქუთაის-ბათუმის მატჩში ტაიმი ქუთაისმა 13-12 მოიგო, 45-ე წუთისთვის კი ანგარიში 20-20 იყო. ბათუმელები 4-2 დაცვაზე გადავიდნენ, თამაში კი გარდატეხეს ეროვნული ნაკრების წევრებმა, გოგალაძემ და გამზარდიამ - 31-26. ამით ფინალური ოთხეულის ოთხივე მონაწილეც გაირკვა და ნახევარფინალის წყვილებიც - სტუ ბათუმს ეთამაშება, ხოლო სამტრედია - ქუთაისს. 3 აპრილის მატჩების შემდეგ ბათუმს შეუძლია, ქულებით დაეწიოს ქუთაისს, მაგრამ პირად შეხვედრებში უპირატესობა ქუთაისელებისაა (30-23, 26-31) და ორწრიანი ტურნირის შემდეგ მათ მესამე ადგილი განაღდებული აქვთ.
ორ სხვა შეხვედრაში პეგასმა 43-24 მოუგო ფოთის ოქროს ვერძს, ხოლო ქარიშხალამ - იმედს, 36-32. 3 აპრილს რეგულარული სეზონის ბოლო, მე-14 ტურია, ხოლო ოთხთა ფინალი 15-16 მაისს გაიმართება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. გლდანი
2 აპრილი, 13 ტური
სტუ - სამტრედია 30-31
სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი - გვაზავა 8, სტურუა 6, ჭელიძე 6, მ. კობახიძე 5, აბაშიძე 3, გოგოლაძე 2, ბეჟანიშვილი
სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე - თევზაძე 10, ნიკურაძე 5, გ. კობახიძე 5, ხაჟომია 4, წივწივაძე 4, გ. იობაშვილი 1, ზურაბიანი 1, ი. ნარსია 1, ღაღანიძე, სიხარულიძე
პეგასი - ფოთი 43-24
პეგ: დ. ნარსია, ცინცაძე - დიხამინჯია 11, გიორგაძე 7, ბაძაღუა 6, ცხვარაშვილი 5, კოხრეიძე 3, ნ. მაისურაძე 3, ლეჟავა 3, ზარნაძე 3, აბჟანდაძე 2, პეტრიაშვილი, გაწერელია
ფოთ: ზარგინავა - მიქაძე 9, ალანია 6, დაგარგულია 4, ბიბილეიშვილი 3, ბაჯალაძე 1, კუჭავა 1, ხუნჯუა, ზარქუა, ნემსაია
ქუთაისი - ბათუმი 26-31
ქუთ: ანდრიაძე - კვერნაძე 7, უ. მაისურაძე 7, კბილაშვილი 5, მათნაძე 4, მერკვილაძე 2, ყაველაშვილი 1, ქუთათელაძე
ბათ: ცერცვაძე - გოგალაძე 8, გამზარდია 5, ამირანაშვილი 4, გრიშიკაშვილი 4, ჯორბენაძე 4, სურმავა 2, ქარდავა 2, აბრამიშვილი 1, ქავთარაძე 1, ბერძენიშვილი, ვინოგრადსკი, ჭანტურია
ქარიშხალა - იმედი 36-32
ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი - არსენაშვილი 12, ლ. მამულაშვილი 8, ბულბულაშვილი 6, კორაშვილი 5, ზ. ფერაძე 3, ჭინჭარაძე 2, შევჩენკო, კვირკველია, ქურასბედიანი
იმ: ხარაიშვილი, ლორია - რუსტამოვი 9, ზ. იობაშვილი 8, მიქავა 4, ჰუსეინოვი 3, მელაშვილი 3, ბაინაზიშვილი 3, გოგუა 2
მსაჯები: ე. არაბული, ი. ჭკუასელი, ა. კომახიძე
მდგომარეობა--თ---მ--ფ---წ------ბ-----ქ
სტუ-------------13--12—0—1--437-344-24
სამტრედია-----13--10—1—2--475-368-21
ქუთაისი--------13—9—0—4--422-373-18
ბათუმი---------13—8—0—5--423-343-16
პეგასი-----------13—6—1—6--382-342-13
ქარიშხალა------13—5—0--8--401-444-10
ფოთი------------13—0--1--12--368-527--1
იმედი-----------13—0—1--12--305-472--1
3 აპრილი, 14 ტური
12:00 ფოთი - იმედი
13:30 სამტრედია - ბათუმი
15:00 სტუ - ქუთაისი
16:30 პეგასი - ქარიშხალა
5-8 ადგილები, კლასიფიკაცია - 7-9 მაისი, თბილისი
ოთხთა ფინალი - 15-16 მაისი, თბილისი







