ფეხბურთი

18:31 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფარერის კუნძულებზე ქართველები გამოჩნდნენ

ფარერის კუნძულების ჩემპიონატში მონაწილე კლუბი “სუდურუ” ქართველი ფეხბურთელებით 26 წლის ვალერი იობაშვილით და 28 წლის მამუკა ტორონჯაძით გაძლიერდა.

ტორონჯაძეს ფარერის კუნძულების ჩემპიონატში 2010 და 2011 წლებშიც უთამაშია. 2010 წელს “სუდურუს, 2011 წელს კი “რუნავიკის” ფეხბურთელი იყო. ასე რომ ქართველი ფეხბურთელი ყოფილ კლუბს დაუბრუნდა.

რაც შეეხება ვალერი იობაშვილის, მისთვის “სუდურუ” პირველი უცხოური კლუბია. მისი სახელი მარტვილის “მერანში” თამაშის დროს გავიგეთ, მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი კი საქართველოს პირველი ლიგის წარმომადგენელ თერჯოლის “საპოვნელაში” გაატარა.

ქართველმა ფეხბურთელებმა ახლად დაწყებულ ფარერის კუნძულების ჩემპიონატში მატჩების გამართვაც მოასწრეს. იობაშვილის დებიუტი “ტვოროირისთან” საშინაო მატჩში შედგა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (1:3). მან მატჩი სრულად ჩაატარა, 89-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. ამავე მატჩში შედგა ტორონჯაძის დაბრუნება “სუდურუს” რიგებში, იობაშვილის მსგსავსად სრულად ჩაატარა მატჩი და 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

სანაკრებო ბატალიებამდე “სუდურუმ” ბ36-ს უმასპინძლა და კვლავ დამარცხდა, ამჯერადაც იგივე ანგარიშით (1:3). ამ შეხვედრაში იობაშვილი განაცხადში არ იმყოფებოდა, ტორონჯაძემ კი კვლავ სრულად ითამაშა.

სატურნირო ცხრილში “სუდურუ” ნული ქულით ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფება. კლუბი მეხუთე ტურის შეხვედრას დღეს “ვიკინგურთან”, სტუმრად გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119905