ხარკოველი და კალინინგრადელი სტუდენტების შეხვედრით დასრულდა კალათბურთში საერთაშორისო სტუდენტური ლიგის ოთხთა ტურნირი, რომელსაც 3 დღის განმავლობაში თბილისი, კონკრეტულად, სპორტკომპლექსი “არენა 1” მასპინძლობდა. ხარკოვისა და კალინინგრადის გუნდების შეხვედრამდე გაირკვა მეორე ფინალური წევრის კიდევ ერთი ვინაობა რომლის საგზურიც სტუ-მ მოიპოვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ტურნირის ბოლო შეხვედრა უმოტივაციო გამოდგა. შეხვედრამ ხარკოველთა უპირატესობით ჩაიარა. იყო მომენტი, როცა უკრაინელთა უპირატესობამ 20 ქულასაც კი გადააჭარბა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 78:62 ხარკოვის სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 20 ქულა უკრაინელთა გუნდის წევრმა ანტონ როჩნიაკმა დააგროვა. მისი თანაგუნდელი როდიონ ბოროვსკი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა, რომელმაც 18 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
კალინინგრადელთა შორის ყველაზე შედეგიან სტანისლავ შაროვის ანგარიშზე 14 ქულაა. 11 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა შაროვის თანაგუნდელმა ალექსანდრე ვასენჩუკმა.
ხარკოვი - კალინინგრადი 78:62 (19:15, 18:17, 25:12, 16:18)
ტურნირის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
მოსკოვი 3 2 1 5
თბილისი 3 2 1 5
ხარკოვი 3 2 1 5
კალინინგრადი 3 0 3 3







