კალათბურთი

16:52 | 2.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფინალის მეორე საგზური სტუ-მ მოიპოვა

დასასრულს მიუახლოვდა კალათბურთში საერთაშორისო სტუდენტური ლიგის “ოთხთა ტურნირი”, რომელსაც სპორტკომპლექსი "არენა 1" მასპინძლობს. ბოლო ტურში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კალათბურთელები უმოტივაციო მოსკოვის ფიზკულტურის აკადემიის სტუდენტებს ხვდებოდნენ, რომელთაც ფინალური ეტაპის საგზური განაღდებული ჰქონდათ.

რაც შეეხება, ქართველ კალათბურთელებს, მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ასევე გაგრძელდა მთელი თამაშის განმავლობაში. სტუმრებმა ბოლო დასკვნით მეოთხედში გაიბრძოლეს, ანგარიშის სხვაობა 7-მდე შეამცირეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 72:79 სტუ-ს სასარგებლოდ. აღნიშნულმა გუნდებმა 6 შესაძლებლობიდან 5-5 ქულა დააგროვეს და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს, რომელსაც 23-24 აპრილს მოსკოვი უმასპინძლებს. მართალია, ხარკოვის გუნდსაც აქვს მათი დაწევის შანსი, მაგრამ ბურთების უარესი შეფარდების გამო საუკეთესო ორეულში მისი მოხვედრა გამორიცხულია.

დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო იყო მასპინძელთა მსროლელი ნოდარ გოგოძე, რომელმაც 30 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ გოგოძემ 6 შესაძლებლობიდან 5 სამქულიანი გამოიყენა. მასპინძელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ზურაბ მაჩალაძე, რომელმაც 16 მოხსნა შეასრულა და ორმაგ დუბლამდე ქულა დააკლდა. სტუმართა შორის ყველაზე მეტი, 25 ქულა არამარტო მოსკოველთა შორის, არამედ ტურნირის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა სტანისლავ კრაინოვმა დააგროვა.

მოსკოვი – თბილისი 72:79

(15:21, 24:23, 12:17, 21:18)

ამჟამად მიმდინარეობს კალინინგრადელთა და ხარკოველთა შეხვედრა, რომლებიც მესამე-მეოთხე ადგილებისთვის იბრძვიან.

0.094898