სპორტკომპლექს “არენა 1”-ში მიმდინარე საერთაშორისო საკალათბურთო ლიგის ოთხთა ტურნირის მეორე ტური, მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტისა და კალინინგრადის ფედერალური უნივერსიტეტის მატჩით გაიხსნა. აღნიშნული გუნდებიდან პირველ ტურში მოსკოველებმა უკრაინელ კოლეგებს მოუგეს, ხოლო კალინინგრანდები ტურნირის მასპინძელთან დამარცხდნენ. დღევანდელი შეხვედრა მოსკოველთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, რომლებმაც დიდი ანგარიშით 92:64 შეძლეს მეტოქის დამარცხება და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. ფინალურ ეტაპს 23-24 აპრილს მოსკოვი უმასპინძლებს.
დღევანდელ შეხვედრაში ყველაზე მეტი 23 ქულა მოსკოველთა გუნდის ლიდერმა სტანისლავ კრაინოვმა დააგროვა. 12 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი კრაინოვის თანაგუნდელმა მიხეილ კულაგინმა შეასრულა. კალინინგრადელთა მხრიდან ყველაზე შედეგიან გლედ ფადეევის ანგარიშზე 21 ქულაა.
ამჟამად მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტისა და ხარკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრა.
მოსკოვი – კალინინგრადი 92:64 (22:16, 25:16, 24:13, 20:19)







