კალათბურთი

11:24 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები სტაჟირებას ევროპაში გაივლიან

სუპერლიგის მონაწილე “შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში, ამავე გუნდის ექიმი თემურ ხვედელიძე, სუპერლიგის კიდევ ერთი წევრი “ბათუმის

მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და მენეჯერი გიორგი ბუცხრიკიძე სტაჟირებას ევროპის წამყვან გუნდებში მიუნხენის “ბაიერნსა” (გერმანია) და სტამბოლის “ფენერბაჰჩეში” (თურქეთი) გაივლიან.

შეგახსენებთ, რომ ტუღუში და უსტიაშვილი სუპერლიგის გუნდების პარალელურად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გუნდის მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის თანაშემწეებად მუშაობენ.

გუშინ, გვიან ღამით ტუღუში და ხვედელიძე საზღვარგარეთ უკვე გაემგზავრნენ. გამგზავრების წინ “მსოფლიო სპორტი” კოტე ტუღუშს ესაუბრა.

-როგორია გერმანიასა და თურქეთში თქვენი მგზავრობისა და სტაჟირების განრიგი?

-1-5აპრილის ჩათვლით მე და ბესო “ბაიერნში” გავივლით სტაჟირებას. 6-დან კი “ფენერბაჰჩეში” გადავინაცვლებთ, სადაც 11 აპრილამდე დავრჩებით. “ბაიერნში” სტაჟირებას გუნდის მთავარი მწვრთნელის სვეტოსლავ პესიჩის, ხოლო “ფენერბაჰჩეში” ამ გუნდის ხელმძღვანელის ზელკო ობრადოვიჩის ხელმძღვანელობით გავივლით.

-როდის შემოგიერთდებიან უსტიაშვილი და ბუცხრიკიძე?

-დავითი და გიორგი სტამბოლიში 6 აპრილიდან შემოგვიერთდებიან.

-როგორ მოხვდით ისეთ სპეციალისტებთან, როგორებიც ობრადოვიჩი და პესიჩი არიან?

-რეკომენდაცია კოკოშოვმა გაგვიწია, ხოლო ფინანსურად საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დაგვეხმარა. ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას ვუხდი როგორც კოკოშკოვს, ისე კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093415