ფეხბურთი

2:47 | 1.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

15 წლის მერე პირველად "ვან"-ის გარეშე...

ვესტერველდი, სტამი, ფრანკ დე ბური, ზენდენი, კოკუ, დავიდსი, ბოსველტი, ნუმანი, კლუივერტი, ბერგკამპი, ოვერმარსი – ეს ჰოლანდიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობა იყო 2000 წლის 21 ივნისს, როცა ამსტერდამში ფრანკ რაიკარდიის გუნდმა საფრანგეთს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის ბოლო ტურში 3:2 აჯობა. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც “ორანიეს” ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილიყო ფეხბურთელი გვარად “ვან”...

დიახ, ვან დერ სარი, ვან დერ ვაარტი, ვან ნისტელროი, ვან პერსი, უფრო ადრე ვან ბასტენი და კიდევ ბევრი სხვა “ვან”!...

2000 წლის 21 ივნისის შემდეგ კი 2015 წლის 31 მარტს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩისას პირველად მოხდა, რომ ჰოლანდიის ნაკრების სასტარტო თერთმეტეული “ვან”-ის გარეშე გამოიყურებოდა...

გუუს ჰიდინკი “ფურიე როხას” წინააღმდეგ შემდეგ ფეხბურთელებს დაეყრდნო:

ვერმეერი, ჯანმაატი, დე ვრეი, მარტინს ინდი, ვილემსი, ბლინდი, მარსინგი, კლაასენი, ჰუნტელაარი, სნეიდერი, დეპაი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117399