ფეხბურთი

19:08 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ელ შაარავი სხვა იტალიურ გუნდში არ გადავა

“მილანის” შემტევის, სტეფან ელ შაარავის ძმა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც “როსონერი” 22 წლის ფეხბურთელის ერთ-ერთ იტალიური კლუბში განათხოვრებას აპირებს.

ელ შაარავი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, ტრავმებმა დატანჯა. ეგვიპტური ფესვების მქონე ფეხბურთელმა, სერია A-ს ბოლო ორ გათამაშებაში, მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძველებური ფორმის აღსადგენად, “მილანი” მის “ჯენოაში”, “უდინეზეში” ან “ტორინოში” განათხოვრებას აპირებს.

“სტეფანი სხვა იტალიურ გუნდში არ გადავა. ადრიანო გალიანის მისთვის “ჯენოაში” გადასვლაზე არაფერი უთქვამს და სტეფანს წინადადება არც გენუელებისგან მიუღია. ასევე გავიგე ჭორები “უდინეზესა” და “ტორინოს” შესახებაც. თუმცა, სტეფანის სხვა იტალიურ გუნდში გადასვლას გამოვრიცხავ.” – განაცხადა ელ შაარავის ძმამ, მანუელმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123252