კალათბურთი

18:40 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოსკოვისა და ხარკოვის გუნდების შეხვედრა უინტერესო გამოდგა

საერთაშორისო სტუდენტური ლიგის ოთხთა ტურნირი, რომელსაც სპორტკომპლექს “არენა-1” მასპინძლობს, მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტისა და ხარკოვის ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრით გაიხსნა. მატჩი უინტერესო გამოდგა, რადგან მოსკოველთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე გამარჯვებით დასრულდა 88:51.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 20 ქულა მოსკოველთა გუნდის წარმომადგენელმა სტანისლავ კრაინოვმა დააგროვა. რომელიც ამ შეხვედრაში ასევე საუკეთესო იყო სამქულიანების სროლის დროს და ყველაზე მეტი, 4 მცდელობა გამოიყენა. ხარკოველთა შემადგენლობაში 18 ქულით გუნდის ბომბარდირი რომან კოზლოვი გახდა.

ამჟამად მიმდინარეობს სტუ-სა და კალინინგრანდის გუნდის შეხვედრა.

მოსკოვი – ხარკოვი 88:51 (20:10, 18:15, 31:16, 18:10)

0.090914