სხვა

13:39 | 31.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლა ფინალის მეოთხე საგზურისთვის

1-3 აპრილს გლდანის ცერცვაძის აკადემიაში დასრულდება ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობა. გამოვლინდება მედლებისთვის მებრძოლი ოთხი გუნდი, რომელიც 15-16 მაისს ოთხთა ფინალს გამართავს და საპრიზო ფონდსაც გაინაწილებს.

სამი ფინალისტი უკვე ცნობილია - სტუ, სამტრედია და ქუთაისი. მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან ბათუმი და პეგასი. ბათუმი თბილისელებს 5 ქულით უსწრებს, მაგრამ კონკურენტთა მატჩი პირველივე დღეს, აპრილს გაიმართება. თუ ბათუმმა მოიგო ან ფრედ ითამაშა, ოთხეულს გაინაღდებს, მაგრამ პეგასის გამარჯვების შემთხვევაში სხვაობა 3 ქულამდე დავა, ბოლო ორ ტურში კი ბათუმელებს ორი მძიმე მატჩი ელით ქუთაისსა და სამტრედიასთან, ხოლო პეგასი ფოთსა და ქარიშხალას ეთამაშება. ასე რომ, ყველაფერი მოსალოდნელია.

კონკურენტების, ბათუმისა და პეგასის მატჩი 1 აპრილს გლდანში 5 საათზე დაიწყება. პირველი წრის შეხვედრა ბათუმმა 27-25 მოიგო.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი

12-14 ტური, გლდანი. 1-3 აპრილი

1 აპრილი, 12 ტური

12:00 იმედი - სტუ

13:30 სამტრედია - ქარიშხალა

15:00 ბათუმი - პეგასი

16:30 ქუთაისი - ფოთი

2 აპრილი, 13 ტური

12:00 სტუ - სამტრედია

13:30 პეგასი - ფოთი

15:00 ქუთაისი - ბათუმი

16:30 ქარიშხალა - იმედი

3 აპრილი, 14 ტური

12:00 ფოთი - იმედი

13:30 სამტრედია - ბათუმი

15:00 სტუ - ქუთაისი

16:30 პეგასი - ქარიშხალა

მდგომარეობა--თ---მ--ფ---წ------ბ-----ქ

სტუ-------------11--11—0—0--370-292-22

სამტრედია-----11—8—1—2--395-301-17

ქუთაისი--------11—8—0—3--353-305-16

ბათუმი---------11—7—0—4--369-290-14

პეგასი-----------11—4—1—6--312-295--9

ქარიშხალა------11—4—0--7--328-363--8

ფოთი-----------11—0--1--10--307-441--1

იმედი----------11—0—1--10--252-399--1

5-8 ადგილები, კლასიფიკაცია - 7-9 მაისი, თბილისი

ოთხთა ფინალი - 15-16 მაისი, თბილისი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089619