ფეხბურთი

22:02 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრუიფი ჰოლანდიის ნაკრების თამაშით შეშფოთებულია

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი იოჰან კრუიფი საკუთარი ქვეყნის ნაკრების თამაშით უკმაყოფილოა. ამის შესახებ მან ჰოლანდიურ მედიას განუცხადა. კრუიფის თქმით, ჰოლანდიის ნაკრების თამაშის მშვიდად ცქერა წარმოუდგენელია.

“ასეთი ჰოლანდიის ნაკრების ყურება წარმოუდგენელია. ფაქტობრივად თვალები მეტკინა. თუ არაფერი შეიცვლება წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება”, - განაცხადა კრუიფმა.

“ორანიე” მიმდინარე შესარჩევ ციკლში თავის ქვეჯგუფში 5 ტურის შემდეგ 7 ქულით მესამე ადგილს იკავებს ჩეხეთისა და ისლანდიის ნაკრებების შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114043