ფეხბურთი

19:48 | 30.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰამშიკი სლოვაკეთში საუკეთესოა

სლოვაკეთის ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი საკუთარი ქვეყნის 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ასეთი პატივი კი ჰამშიკს უკვე მოეთხედ ხვდა წილად. ჰამშიკის მთავარი კონკურენტი ინგლისური “ლივერპულის” მცველი მარტინ შკრტელი გახლდათ, მაგრამ საბოლოო გამარჯვება “ნაპოლის” კაპიტანს ერგო.

“ეს ჩემი საუკეთესო წელია სლოვაკეთის ნაკრებში. შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ვინმეს, რომ ეთქვა ზედიზედ 5 თამაშს მოიგებთო, ნამდვილად არ დავუჯერებდი”, - ამბობს ჰამშიკი.

მარეკ ჰამშიკს სლოვაკეთის ნაკრების ღირსება 2007 წლიდან მოყოლებული დღემდე 76-ჯერ დაუცავს და მეტოქეთა კარში 14 გოლიც გაუტანია. 2010 წელს კი თავისი სამშობლოს მთავარ გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108764