ფეხბურთი

18:58 | 29.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: შემიძლია “ოქროს ბურთი” მოვიგო

Le Parisien-თან საუბრისას მადრიდის “რეალის” ფრანგმა ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ შეუძლია წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, “ოქროს ბურთი” მოიგოს.

“თუ ბევრ ტიტულს მოვიგებ, მაშინ შემიძლია “ოქროს ბურთიც” დავისაკუთრო. 2008 წლიდან ამ ჯილდოზე მესის და რონალდუს აქვთ ჰეგემონია, ჩემს ზემოთ კი მხოლოდ ეს ორი ფეხბურთელია. მიუხედავად ჩემი ასაკისა, დარწმუნებული ვარ, შემიძლია “ოქროს ბურთის” მოპოვება.”- განაცხადა ქარიმ ბენზემამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113396