კალათბურთი

21:22 | 26.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მომდევნო ტურში მარკო დუიკოვიჩის თამაში სათუოა

საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მე-6 ტურში ტრავმის გამო “ოლიმპის” სერბი ცენტრალური თავდამსხმელის მარკო დუიკოვიჩის თამაში სათუოა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “ოლიმპის” მთავარმა მწვრთნელმა გია კაზანჯიანმა განუცხადა.

“დუიკოვიჩს ხელის თითი აქვს შესიებული და მეორე დღეა არ უვარჯიშია. მხოლოდ ექიმების გადასაწყვეტია, როდის გააგრძელებს ვარჯიშს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხვალ “რუსთავთან” გასვლაზე მარკოს თამაში სათუოა”, - გვითხრა კაზანჯიანმა.

0.0951