სუპერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი „მგზავრები-არმიას“ გამოცდილი ფორვარდი ტატო ჩაჩიბაია ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „მგზავრები-არმიას“ მთავარმა მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჩაჩიბაიას კოჭის ტრავმა ჰქონდა და ამის გამო წინა ტურში „სოხუმთან“ შეხვედრა გამოტოვა.







