კალათბურთი

20:43 | 25.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტუდენტურ ლიგაში ნახევარფინალისტთა ვინაობა გაირკვა

დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს სტუდენტური საკალათბურთო ლიგის გათამაშება. მეოთხედფინალური სერიის დასრულების შემდეგ, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდებოდა, ოთხივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალში ოთხივე გუნდმა მშრალი ანგარიშით 2:0 მოიგო. სეუ-მ - „საავიაციო“, სტუ-მ - „აგრარული“, თსუ-მ - „ჯიპა“, ხოლო თსსუ-მ - „ილიაუნი“ ერთნაირი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში სტუ „სამედიცინოს“ დაუპირისპირდება, ხოლო თსუ სეუ-ს შეხვდება.

0.093742