ფეხბურთი

21:04 | 24.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩიჩი “არსენალში” არ გადავა

როგორც ხორვატი ფეხბურთელის მატეო კოვაჩიჩის აგენტი ნიკი ვუსკანი აცხადებს, მისი კლიენტი ლონდონის “არსენალში არ გადავა. აღნიშნულ თემაზე ნიკი ვუსკანი მილანის “ინტერის” ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა.

“მატეოსა და “ინტერს” შორის ახალი, ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მჯერა, მას შეუძლია “ინტერის” მომავალში მნიშვნელოვან ფიგურად იქცეს”, - აღნიშნა კოვაჩიჩის აგენტმა.

“არსენალის შესახებ ვერაფერს გეტყვით. არავისთან მისაუბრია, მატეო “ინტერში” თამაშს აგრძელებს და მხოლოდ ესაა რეალობა”, - დაასრულა ვუსკანმა.

გავრცელებული ცნობით კოვაჩიჩი შეუთანხმდა ინგლისურ კლუბს და ზაფხულში საფეხბურთო კარიერის “არსენალში” გაგრძელებას გეგმავდა, თუმცა აგენტმა აღნიშნული ცნობა უარყო.

20 წლის ფეხბურთელი ავსტრიული კლუბ ლინცის “ლასკის” საფეხბურთო სკოლის აღრდილია, კოვაჩიჩმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა ზაგრების “დინამოში” დაიწყო, 2013 წლიდან კი იტალიური კლუბის წევრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1322