სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” ფორვარდ გიორგი კვეტენაძისათვის (16. 01. 90.)კალათბურთში საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობა ფეხის ტრავმის გამო ნაადრევად დასრულდა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.
“კვეტენაძემ, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭი მოიტეხა და პარკეტზე გასვლას მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს”- გვითხრა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ კვეტენაძეს, აღნიშნული ტრავმის გამო არც მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 წრის მე-5 ტურში “სოხუმი” – “მგზავრები-არმიას” შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა.







