მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში თბილისი საერთაშორისო საკალათბურთო სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ ტურნირს მასპინძლობს.
ჯერჯერობით უცნობია საქართველოს ნაკრების, როგორც მთავარი მწვრთნელის ვინაობა, ისე გუნდის შემადგენლობა. გუნდის სავარაუდო მთავარ მწვრთნელად ნიკოლოზ დერიუგინი და ლევან ტყეშელაშვილი მოიაზრებიან.
შეგახსენებთ, რომ 2013-14 წლების სეზონში საერთაშორისო სტუდენტურ ლიგაში საქართველოდან სტუ-ს ბაზაზე შექმნილი გუნდი მონაწილეობდა, რომელსაც დერიუგინი ხელმძღვანელობდა, ხოლო ტყეშელაშვილი ერთ-ერთი თანაშემწე იყო გულივერ ახალკაცთან ერთად.







