ფეხბურთი

14:12 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი პასუხისმგებლობას არ გაურბის

“ლივერპულის” კაპიტანი სტივენ ჯერარდი “მანჩესტერ იუნაიტედთან” წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

სტივენმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო. ის მოედანზე მეორე ნახევრის დაწყებისთანავე გამოჩნდა, თუმცა არასპორტული საქციელის გამო 38 წამში წითელი ბარათი მიიღო.

ჯერარდმა გუნდის წარუმატებლობა თავის თავზე აიღო და ყველას ბოდიში მოუხადა.

“მომხდარს უნდა შევეგუო. ძალიან ცუდად მოვიქეცი და მსაჯმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მინდა, რომ ყველას ბოდიში მოვუხადო, ვისაც ჩემი საქციელით იმედი გავუცრუე.

როდესაც ერერა დავინახე ახტომა ვცადე, თუმცა ჩემი რეაქცია არასწორი აღმოჩნდა. უამრავ მატჩში მითამაშია და კარგად ვიცი თუ რას ნიშნავს ასეთი საქციელი. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც თამაშის დასრულებამდე 45 წუთია დარჩენილი და შეხვედრის შემოტრიალების კარგი შანსი არსებობს. მომხდარზეც და მატჩის შედეგზეც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ.

გასახდელში ბიჭებს მოვუბოდიშე და მინდა ქომაგებსაც ვთხოვო პატიება”, - განაცხადა “ლივერპულის” ცოცხალმა ლეგენდამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი წაგების შემდეგ “ლივერპული” მე-4 ადგილოსან “მანჩესტერ იუნაიტედს” 5 ქულით ჩამორჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112855