ფეხბურთი

2:07 | 23.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოლების სიმრავლე ლიგა 1-ში

საფრანგეთის ჩემპიონატში 30-ე ტურის დასკვნითი მატჩები გაიმართა, სამ მატჩში ათი გოლი გავიდა, ასე რომ შაბათის მატჩებთან შედარებით კვირა დღემ აშკარად გაამართლა. ევროზონაში მოხვედრისთვის მებრძოლი კლუბები “სენტ ეტიენი” და “ლილი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 52-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან 19 წლის პორტუგალიელი მარკოს ლოპესი გააძევა. ნახევარმცველის გაძევების მიუხედავად ჟირარმა ცვლილება არ განახორციელა.

63-ე წუთზე კლერკის პასით გრადელმა ანგარიში გახსნა. 68-ე წუთზე ჟირარმა ორი ფეხბურთელი შეცვალა. ბუფალისა და კუბემბას მოედანზე გამოსვლამ მატჩის სურათი ვერ შეცვალა. 74-ე წუთზე ტაბანუს პასის შემდეგ გრადელმა დუბლი შეასრულა. პრაქტიკულად ამ მომენტში გაირკვა გამარჯვებული გუნდის ვინაობა.

“მონაკომ” გასვლით მატჩში 3:1 დაამარცხა “რეიმსი.” სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანეს, ფაბინიოსა და მარტიალის გოლებს ასისტენტობა პორტუგალიელმა ჟოაო მოუტინიომ გაუწია, რომლის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში ოთხი საგოლე პასი დაგროვდა.

70-ე წუთზე მასპინძელთა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დიეგომ შეამცირა სხვაობა, თუმცა 9 წუთში ორბურთიანი სხვაობა ნაბილ დირარიმ აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

დირარი “ბრიუგეს” ყოფილი ფეხბურთელია, ბელგიური კლუბის შემადგენლობაში თბილისში, “ბორის პაიჭაძის” სახელობის სტადიონზეც უთამაშია, როცა ევროპალიგის ფლეი-ოფში “ბრიუგეს” მეტოქე “ზესტაფონი” იყო.

ტური “სტად დე ფრანსზე” დასრულდა, სადაც “ლანსის” მეტოქე “მარსელი” იყო. 46-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა ბათშუმ ანგარიში გახსნა, რასაც რომაოს, აუესა და იმბულას გოლები მოჰყვა. კომბუარეს გუნდი შინ განადგურდა, თუმცა მასპინძლებისთვის საგანგაშო არაფერი მომხდარა, “ლანსი” მასზე ძლიერ გუნდთან დამარცხდა, ევროსაგზურის მოპოვების შანსი კი აქამდეც მცირე ქონდა. ერთადერთი რაზეც შეიძლება იდარდოს კომბუარემ, მისი ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.

სენტ ეტიენი – ლილი 2:0 (0:0)

სენტ-ეტიენი, “სტად ჟოფრი-გიშარდი”

სენტ ეტიენი: რუფიე, პერინი, კლერკი, კატერინე, კლემენტი, ნ’გუემო (კორნეტი 61), ტაბანუ, ლემოინე (დიომანდე 88), ჰამუმა (მონე-პაკე 46), ერდინკი, გრადელი

მთავარი მწვრთნელი: გალტიე

ლილი: ენიამა, ბასა, კიაერი, კორჩია, ბალმონტი (დელაპლასე 84), გაიე, ლოპესი, ტრაორე, პავარი, რუქსი (ბუფალი 68), ორიჯი (კუბემბა 68)

მთავარი მწვრთნელი: რენე ჟირარი

გოლები: 1:0, 2:0 გრადელი (63, 74)

მთავარი მსაჯი: საიდ ენჟიმი

გაფრთხილება: გრადელი (19), ბალმონტი (28), კლემენტი (56), ტაბანუ (71)

გაძევება: ლოპესი (52)

რეიმსი – მონაკო 1:3 (0:2)

რეიმსი, “სტად ოგუსტ-დელუნ მეორე”

რეიმსი: აგასა, ტაკალფრედი, მანდი, მავინგა, კონტე, ონიანუ, პუგე (ფორტესი 57), ნ’გოგი (დე პრევილე 46), დიეგო, შარბონერი (ვებერი 87), მუკანჯო

მთავარი მწვრთნელი: ვასური

მონაკო: სტეკელენბურგი, კარვალიო, აბდენური, კურზავა, ფაბინიო, ტულალანი, მოუტინიო, კონდოგბია, კარასკო (ჯერმაინი 90), სილვა (დირარი 69), მარტიალი (მათეუსი 75)

მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი

გოლები: 0:1 ფაბინიო (5), 0:2 მარტიალი (14), 1:2 დიეგო (70), 1:3 დირარი (79)

მთავარი მსაჯი: ფრანკ შნეიდერი

გაფრთხილება: კონტე (21), ტულალანი (43), ფერეირა (53), მუკანჯო (65), მავინგა (78)

ლანსი – მარსელი 0:4 (0:0)

პარიზი, “სტად დე ფრანსი”

ლანსი: რიუ, კანტარი, ლანდრე, ბულენგე, გბამინი, ლემოინე (ბურიგუდი 78), ვალდივია, სიპრიენი, კულიბალი, შავარია (ელ ჟადუ 74), ტუზგარი (გულაუმი 58)

მთავარი მწვრთნელი: კომბუარე

მარსელი: მანდანდა, ფანი, ჯა ჯეჯე (ლემინა 51), მენდი, ალოე, რომაო, იმბულა, ტოვინი (ოკამპოსი 78), პაიე, ჟინიაკი (ბათშუ 46), აეუ

მთავარი მწვრთნელი: ბიელსა

გოლები: 0:1 ბათშუ (46), 0:2 რომაო (67), 0:3 აეუ (72), 0:4 იმბულა (90+3)

მთავარი მსაჯი: ფრედი ფუტრელი

გაფრთხილება: ვალდივია (10), ჯა ჯეჯე (21), გბამინი (34), ლემოინე (66), იმბულა (89)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119078