კალათბურთი

13:48 | 22.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორხელისუფლებიანობა „ა“ ლიგაში

„ა“ ლიგაში მოასპარეზე გუნდების მეორე ტური ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერის „არენა 76“-სა და თსუ-ს მატჩით დასრულდა, რომელიც პირველ ტურში „კაკტუსთან“ დამარცხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტუდენტებს მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ. მართალია, მატჩი თსუ-ს უპირატესობით დაიწყო, მაგრამ მეორე მეოთხედში „არენამ“ ანგარიში გაათანაბრა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრის სამი მეოთხედის შემდეგ სტუდენტები 6 ქულით 55:49 დაწინაურდნენ. მატჩის ბედი მეოთხე დასკვნით მეოთხედში გადაწყდა. დროის ეს მონაკვეთი „არენამ“ უკეთ ჩაატარა, 68:64 შეძლო მეტოქის დამარცხება, „წყალტუბოსთან“ ერთად დაუმარცხებლად ასპარეზობს და ტურნირის ერთ-ერთი ლიდერია. ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა „არენა 76“-ის ამერიკელმა უკანახაზელმა ჯერემი ბაინუმმა დააგროვა. ორმაგი დუბლი კი მის უკრაინელ თანაგუნდელ ოლექსანდრ კოსენკოვმა მიითვალა, რომელმაც 15 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. სტუდენტების მხრიდან ყველაზე შედეგიანი ფორვარდი ვასილ ბერუაშვილი იყო. მის ანგარიშზე 23 ქულაა.

1 არენა-76 2 2 / 0 150 / 129 4
2 წყალტუბო 2 2 / 0 167 / 141 4
3 კაკტუსი 2 1 / 1 159 / 170 3
4 სეუ-ჰიუნდაი 2 1 / 1 159 / 160 3
5 თსუ 2 0 / 2 148 / 158 2
6 გორის დილა 2 0 / 2 144 / 169 2

0.089442