ინგლისის ლიგა ორის 37-ე ტურში "ოქსფორდმა" შინ "ჰარტლპული" მიიღო და 0:2 დამარცხდა. შეხვედრის მიმდინარეობის დროს მთავარი მსაჯი პატრიკ მილერი საჯარიმოს მისადგომებთან წაიქცა და სპეციალური ქაფი მინდორზე დაუვარდა. სტუმართა თავდამსხმელმა სკოტ ჰარისონმა ტრავმირებულ არბიტრს ქაფი მოპარა და მილერის წაქცევის ადგილი მოხაზა.
მას შემდეგ, რაც 2000 წელს ბრაზილიაში გამოგონილი სპეციალური ქაფი ფიფამ მსოფლიოს ასევე ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე ფართოდ გააცნო, მოწონება დაიმსახურა და ევროპულ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებადი გახდა. კურიოზული მომენტი ინგლისში სანტი კაზორლას შეემთხვა, როდესაც მსაჯის მიერ ქაფის გამოყენების პროცესში ქარის მიმართულების გამო შხეფები სახეში შეეყარა. პსჟ-ს ფეხბურთელმა დავიდ ლუიზმა კი ბურთის გარშემო დაფიქსირებული ქაფი ხელით აიღო და გვერდზე გადაიტანა, რაც მისდა საბედნიეროდ მსაჯმა ვერ დაინახა.







