ფეხბურთი

1:35 | 21.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანის ჰეთ-თრიკი

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტური საინტერესო მატჩით დაიწყო. საბოლოო შედეგის მიუხედავად მეორე ტაიმის დასაწყისში უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა, თუმცა პსჟ-მ დაძლია “ლორიენის” წინააღმდეგობა, რაც იბრაჰიმოვიჩის მეორე გოლმა განაპირობა.

“ლორიენის” შემადგენლობიდან აქტიურობდნენ გასამა და მესლუბი. როდესაც მასპინძლები მინიმალური სხვაობით იგებდნენ “ლორიენის” მიერ შესრულებულ ერთ-ერთ კუთხურს გასამას დარტყმა მოჰყვა, თუმცა ვერატიმ ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

ანგარიში მე-4 წუთზე იბრაჰიმოვიჩის თერთმეტმეტრიანით გაიხსნა, 67-ე წუთზე “ლორიენმა” ძალიან სწრაფი შეტევა განავითარა, რაც აეუს ზუსტი დარტყმით დასრულდა. ამ მომენტში პსჟ რთულ სიტუაციაში ჩავარდა, თუმცა დარჩენილ დროში შვედმა ფორვარდმა ორი გოლი გაიტანა. იბრაჰიმოვიჩის მეორე გოლის შემდეგ კავანი და პასტორე აქტიურობდნენ, საპასუხო შეტევა განავითარეს რიპოლის ფეხბურთელებმა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა.

პსჟ-მ რთულად შეხვედრაში მიაღწია გამარჯვებას. “ლორიენი” დაცვაში არ ჩამჯდარა და მატჩის განმავლობაში მუდმივად ცდილობდა ბურთის მოპოვებას.

მატჩის საბოლოო წერტილი იბრაჰიმოვიჩის მესამე გოლმა დასვა. ვერატის პასის შემდეგ ზლატანი მეკარესთან პირისპირ გავიდა და შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა არასტარნდარტული სიტუაციიდან.

პსჟ – ლორიენი 3:1 (1:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პსჟ: სირიგუ, მაქსველი, მოტა, სილვა, ვან დერ ვილი, მატუიდი, ვერატი, პასტორე, ლავეცი (რაბიო 65), იბრაჰიმოვიჩი, კავანი

მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი

ლორიენი: ლეკომტე, გასამა, კონე, ლაუტოა, ლე გოფი, მესლუბი, ბელუგუ (ბრუნო 85), ნდონგი, ფილიპოტე (ჟოფრი 87), აეუ, ბართელმე (ჟენო 62)

მთავარი მწვრთნელი: რიპოლი

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 იბრაჰიმოვიჩი (თერთმეტმეტრიანი 4, თერთმეტმეტრიანი 82, 90+1), 1:1 აეუ (67)

მთავარი მსაჯი: ტონი შაპრონი

გაფრთხილება: ლეკომტე (3), მოტა (57), ვერატი (74), კონე (74), გასამა (76)

0.12841