ფეხბურთი

20:17 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოდეგაარდი “საუთჰემპტონში” ?

ინგლისური “საუთჰემპტონი” მადრიდის “რეალის” თინეიჯერი ნახევარმცველით მარტინ ოდეგაარდით დაინტერესდა – იუწყება ცნობილი საფეხბურთო პორტალი Football Espana.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “წმინდანების” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი ახალგაზრდა ტალანტით მოხიბლულია და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მისი ერთწლიანი იჯარით აყვანა სურს.

ამჟამად ოდეგაარდი “რეალ მადრიდ კასტილიას” რიგებში თამაშობს და არსებული კონკურენციიდან გამომდინარე მთავარ გუნდში მოხვედრა ჯერჯერობით გაუჭირდება. 16 წლის მოთამაშის საქმეში სანახავად, რონალდ კუმანმა ორი სკაუტი გაგზავნა “კასტილიას” თამაშზე, რომლებიც კმაყოფილნი დარჩნენ ნორვეგიელის გარჯით. “წმინდანების” ვარიანტი მისაღები უნდა იყოს, როგორც “რეალისთვის”, ასევე ფეხბურთელისთვის, რადგანაც პრემიერლიგაში თამაშის შემთხვევაში ოდეგარდიის კვალიფიკაცია მნიშვნელოვნად ამაღლდება.

ახალგაზრდა მოთამაშემ “კასტილიას” რიგებში 6 მატჩის ჩატარება მოასწრო და 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101347