ფეხბურთი

17:47 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონმა დაასახელა - კეინი პირველად

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწრთნელმა როი ჰოჯსონმა ლიტვასთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი და იტალიასთან ამხანაგური მატჩებისთვის 25 ფეხბურთელს უხმო.

“ლომთა” შემადგენლობაში პირველად მოხვდა ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი, რომელსაც წლეულს ყველა ტურნირზე ჯამში ჩატარებული 42 შეხვედრაში 26 გოლი აქვს გატანილი.

ჰოჯსონის რჩეულთა სრული სია კი შემდეგნაირია:

მეკარეები: ფრეიზერ ფორსტერი (“საუთჰემპტონი”), ჯო ჰარტი (“სიტი”)

მცველები: ლეიტონ ბეინსი (“ევერტონი”), გარი კეჰილი (“ჩელსი”), ნათანიელ კლაინი (“საუთჰემპტონი”), კირან გიბსი (“არსენალი”), ფილ იაგიელკა (“ევერტონი”), ფილ ჯონსი (“მანჩესტერი”), ლუკ შოუ (“მანჩესტერი”). კრის სმოლინგი (“მანჩესტერი”), კაილი უოლკერი (“ტოტენჰემი”)

ნახევარმცველები: როს ბარკლი (“ევერტონი”), მაიკლ ქერიკი (“მანჩესტერი”), ფაბიენ დელფი (“ასტონ ვილა”), ჯორდან ჰენდერსონი (“ლივერპული”), ადამ ლალანა (“ლივერპული”), ჯეიმს მილნერი (“სიტი”), რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”), ენდროუს თაუსენდი (“ტოტენჰემი”), თეო უოლკოტი (“არსენალი”)

თავდამსხმელები: ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”), უეინ რუნი (“მანჩესტერი”), დანიელ სტარიჯი (“ლივერპული”), დენი უელბეკი (“არსენალი”)

0.105212