თამაშგარე

10:27 | 19.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვინაა ირინა შეიკის რჩეული?

როდესაც ირინა შეიკზე არ ვწერთ, ჩვენცა და ალბათ ჩვენს მკითხველებსაც ისეთი გრძნობა გვიჩნდება, თითქოს უმარილო ჰერკულესის ფაფას უშაქრო ჩაის ვაყოლებდეთ. ამიტომაც, მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს უშხვართესი გოგონა და გავიგოთ, რასა იქმს ბედოვლათ კრიშტიანუ რონალდუსთან დაშორების შემდეგ.

აბა ბედოვლათის გარდა სხვა რა შეიძლება ეწოდოს ასეთი ქალის ხელიდან გამშვებს? მაგრამ კრიშტიანუ კარგად იყოს და ესპანური ბულვარული მედია ახლა ავრცელებს ჭორებს, თითქოს ირინას უკვე ნაპოვნი ჰყავს ახალი სატრფო და მის პერსონას სულ მალე გამოამზეურებსო.

იქნება თუ არა ირინა შეიკის ახალი გულისსწორი პორტუგალიელი მეგოლის ტოლ-სწორი – ამას ყველანი ერთად ვნახავთ, მაგრამ იმაში კი ყველანი უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ირინა შეიკი ის ქალი არაა, რომელიც ბორის ჩოჩიევისთანა კაცებს დანებდება. ვინ ვინ და, საკუთარი თავის ფასი ამ ქალმა ნამდვილად იცის.

0.091879