ფეხბურთი

11:26 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ უკრაინასთან ამხანაგური დაგეგმა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კახა ცხადაძის შეგირდები 8 ივნისს ავსტრიის ქალაქ ლინცში ამხანაგურ შეხვედრას უკრაინის ეროვნულ გუნდთან გამართავენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის დასაწყისში ავსტრიაში გამეგზავრება, მოსამზადებელ ეტაპს გაივლის, ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს და 13 ივნისს პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს სტუმრად ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუპირისპირდება.

ამჟამად უკრაინის ნაკრები ფიფას რეიტინგში 31 ადგილზე იმყოფება, ხოლო საქართველოს – 126-ზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112612