კალათბურთი

0:26 | 18.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირვინგი და დევისი კვირის მოთამაშეებად აღიარეს

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გასული კვირის, შესაბამისად, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების საუკეთესო მოთამაშეებად “კლივლენდის” გამთამაშებელი კაირი ირვინგი და “ნიუ ორლეანის” ფორვარდი ენტონი დევისი აღიარეს.

“კავალიერსმა” კვირის სამივე მატჩი მოიგო, ირვინგი კი ლიგის საუკეთსო მოთამაშე გახდა. მისი საშუალო მონაგარი 37.3 ქულა, 4.7 პასი, 4.0 მოხსნა და 2.3 ჩაჭრა იყო. “სან ანტონიოსთან” გასვლით მატჩში 22 წლის მცველმა 57 ქულა ჩააგდო და პირადი რეკორდი დაამყარა.

დევისის დახმარებით, “პელიკანსმა” სამიდან ორ შეხვედრაში იმარჯვა, ხოლო გუნდის ლიდერის საშუალო მონაგარი 31.3 ქულა, 10.0 მოხსნა, 6.0 პასი და 4.7 დაფარება გახლდათ.

კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას კენეტ ფარიდი (“დენვერი”), როდნი სტაკი (“ინდიანა”), დეანდრე ჯორდანი (“კლიპერსი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”), ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”), კავაი ლეონარდი, ტონი პარკერი (ორივე – “სან ანტონიო”), რუდი გობერი (“იუტა”) და ჯონ უოლი (“ვაშინგტონი”) აცხადებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119442