ფეხბურთი

22:13 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზესტაფონელთა დამაჯერებელი გამარჯვება

ზესტაფონში გამართულ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურის შეხვედრას მეტოქეთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთმანეთის პირისპირ გასული წლის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები იდგნენ. არადა, სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს 2 გუნდი წლეულს უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებდა.

მიმდინარე გათამაშებაში ,,ზესტაფონს“ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, თუმცა ჩემპიონატში უკანასკნელად 4 თვის უკან გაიმარჯვა, როცა 6 ნოემბერს ცხინვალის ,,სპარტაკს“ 3:0 სძლია. რაც შეეხება ,,სიონს“, ბოლნისელები გასვლით მატჩებში ძალიან ცუდად ასპარეზობენ და სტუმრად მხოლოდ 2 ქულა აქვთ მოპოვებული.

შეხვედრას კარგი ამინდი დაესწრო. ფეხბურთელებმაც არ გააწბილეს გულშემატკივრები და მათ საინტერესო სანახაობა შესთავაზეს. ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა. დათა სიჭინავამ მეტოქის კარიდან საკმაოდ მოშორებით დანიშნული საჯარიმო ოსტატურად შეასრულა და ზუსტი დარტყმით ქვემოქართლელები დააწინაურა - 0:1.

თითქმის მაშინვე საჯაიას ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა კარის მარჯვენა ძელს.

მასპინძლებმა თანაფარდობა მალე აღადგინეს. ზესტაფონელთა შეტევის შედეგად ილურიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა მერლანი წინ გავიდა და მომხვდურს დარტყმის კუთხე შეუმცირა. ფეროელთა კაპიტანმა მოძრაობა პირითი ხაზის გასწვრივ განაგრძო და მეკარეც თან გაიყოლა, შემდეგ კი დროული გადაცემა ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ სიხარულიძეს გაუკეთა. მასპინძელთა ფორვარდმა თანაგუნდელს გარჯა დაუფასა და გამოზომილი დარტყმით ბურთი დაუცველ კარში გადაგზავნა -1:1.

გაშვებულმა გოლმა ბოლნისელები დააბნია და მალე ზესტაფონლებს დაწინაურების საშუალება მიეცათ. ფლანგური ჩაწოდების შემდეგ სამუშია ურტყამდა თავით ახლო მანძილიდან. ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას.

ტაიმის შუაწელს მოედანზე ცოტა საჩოთირო სიტუაცია შეიქმნა. მასპინძელთა მოწოდებულ კუთხურზე მერლანი შეცდა კარიდან გამოსვლისას და მარაქველიძე ხელსაყრელი მდგომარეობიდან ურტყამდა. ბურთი ერთ-ერთ ბოლნისელს ხელზე შეეხო. ზესტაფონლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ხარიტონაშვილმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც მატჩზე დამსწრე გულშემატკივრები განარისხა.

არბიტრზე განაწყენებულმა ქომაგებმა 5 წუთში გაიხარეს. მასპინძელთა მორიგი ფლანგური ჩაწოდებისას მერლანმა მცველებთან შეუთანხმებლად იმოქმედა, რის შედეგადაც ბურთი სიხარულიძესთან აღმოჩნდა. მან მეტოქის ნობათით ისარგებლა და შეუჩერებელი დარტყმით სტუმართა კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია -2:1.

ამის შემდეგ სიხარულიძეს კიდევ ზედიზედ ორჯერ ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, თუმცა საჯარიმოს მისადგომებიდან მისი სახიფათო დარტყმები ორივეჯერ არაზუსტი გამოდგა.

მე-40 წუთზე მთივლიშვილის მაღლივ ჩაწოდებულს ილურიძე მეტოქის საჯარიმოში დაეუფლა და ბურთი სამუშიას დაუგდო, რომლის დარტყმული მცველს მოხვდა, მიმართულება იცვალა და საპირისპირო მხარეს მოძრაობადაწყებული მერლანი უსაქმოდ დატოვა. ბოლნისელთა გასახარად ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

ტაიმის მიწურულს კინაღამ ანგარიში გათანაბრდა. ჭანკოტაძის დარტყმული ხიზანეიშვილს ფეხზე აეჭრა და ავტოგოლამდე სულ ცოტა დააკლდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა. თავიდან სახიფათო მომენტები გაცვალეს ილურიძემ და უგულავამ.

55-ე წუთზე სტუმრებს გათანაბრების 100%-იანი შესაძლებლობა ჰქონდათ . სიჭინავას კარგი გადაცემით უგულავა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ კუპატაძემ იმარჯვა და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

როგორც ფეხბურთში ხშირად ხდება, 3 წუთში ბურთი საპირისპირო კარში გავიდა. საჯარიმო რკალის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო ხიზანეიშვილმა ბრწყინვალედ შეასრულა და მოჭრილი დარტყმით ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში გაახვია - 3:1.

ამის შემდეგ მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. 62-ე წუთზე თავის გამოჩენის შანსი ილურიძესაც მიეცა. შეცვლაზე შესული ბერიძის გადაცემის შემდეგ იგი ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, თუმცა ამჯერად მერლანმა იყოჩაღა და ხიფათი განმუხტა. მასპინძელთა კაპიტანს მონდომება მალევე დაუფასდა. ბერიძე - მთივლიშვილი - ილურიძის სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი საჯარიმოში შეიჭრა და მეკარისგან შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით ბოლნისელები კიდევ ერთხელ დაამწუხრა -4:1.

ქვემოქართლელები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდნენ და 2 წუთში სხვაობის შემცირების შესაძლებლობაც ჰქონდათ. სიჭინავას ჩაწოდებულზე ჭიკაიძე ურტყამდა თავით. კუპატაძემ შესაშური რეაქცია გამოავლინა და აკრობატულ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. ბოლნისელებმა საწადელს მატჩის ბოლოს მიაღწიეს. თავი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გამოიჩინეს. ჭიკაიძის კარგი გადაცემით მიქაბერიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:2.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გიორგი მიქაძე (,,ზესტაფონი“): ,,ბოლო ორი თამაში საკმაოდ კარგად ჩავატარეთ, თუმცა სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამ გამარჯვებით ბიჭები თავიანთ ძალას ირწმუნებენ და იმედი მაქვს, მომავალშიც წარმატებით ვიასპარეზებთ.“

ლადო ბურდული (,,სიონი“): ,,ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. ჩემს გუნდზე კი მხოლოდ ერთს ვიტყვი - არ შეიძლება, რომ მოტივაცია მხოლოდ თბილისის ,,დინამოს“ წინააღმდეგ გქონდეს და სხვა გუნდებთან შედეგის მიღწევა ბრძოლის გარეშე მოინდომო. ბიჭებთან სერიოზული საუბარი მექნება და ზოგიერთებს ფინანსურ სანქციასაც დავაკისრებთ“.

,,ზესტაფონი” (ზესტაფონი) – ,,სიონი” (ბოლნისი) 4:2 (2:1)
13
მარტი. ,,დავით აბაშიძე.1500 მაყურებელი.

,,ზესტაფონი”: კუპატაძე, რობაქიძე, ო. ხიზანეიშვილი, გაგოშიძე, მთივლიშვილი, რაჟამაშვილი, ვასაძე, მარაქველიძე (გაჩეჩილაძე 24), სამუშია (ბერიძე 53), ილურიძე (კ) (კვირკვია 68), სიხარულიძე;

მთ. მწვრთვნელი: გიორგი მიქაძე

,,სიონი”: მერლანი (კ), დ. ფოფხაძე (მიქაბერიძე 46), გურეშიძე, დ. საჯაია, გაფრინდაშვილი (ქებურია 34), ცხადაია, ცნობილაძე, ჭანკოტაძე, დ. სიჭინავა, ლობჯანიძე, უგულავა (ჭიკაიძე 59);

მთ. მწვრთვნელი: არმაზ ჯელაძე.

გოლები: 0:1 დ. სიჭინავა (6), 1:1 სიხარულიძე (10), 2:1 სიხარულიძე (27), 3:1 ო. ხიზანეიშვილი (58), 4:1 ილურიძე (67), 4:2 მიქაბერიძე (89);

გაფრთხილება: ცხადაია (29), დ. ფოფხაძე (35), გაგოშიძე (39), ქებურია (79), კვირკვია (83) ;

არბიტრი: დავით ხარიტონაშვილი

1.

დინამო ბთ.

19

11

3

5

24:15

36

2.

დინამო თბ.

18

11

2

5

31:17

35

3.

დილა

18

10

4

4

25:15

34

4.

ცხინვალი

19

10

3

6

20:23

33

5.

სამტრედია

19

9

4

6

22:15

31

6.

ჩიხურა

18

7

5

6

21:21

26

7.

გურია

18

6

7

5

18:25

25

8.

შუქურა

18

6

6

6

18:18

24

9.

ზესტაფონი

19

5

8

6

37:30

23

10.

მეტალურგი

18

6

5

7

19:19

23

11.

მერანი

19

5

7

7

15:17

22

12.

კოლხეთი

18

5

6

7

15:19

21

13.

ტორპედო

18

3

9

6

19:21

18

14.

ზუგდიდი

18

4

6

8

10:19

18

15.

სიონი

19

4

5

10

17:29

17

16.

ვიტ ჯორჯია

18

3

4

11

16:24

13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

6 – დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), გიორგი ილურიძე, ირაკლი სიხარულიძე (ორივე - ზესტაფონი)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია),Lლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060361