ფეხბურთი

10:00 | 13.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ცხინვალი” თუ “სამტრედია” ?

მე-19 ტურის მთავარი დაპირისპირება “ცხინვალი” - “სამტრედიის” მატჩია, რომელიც ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მინდორზე გაიმართება. ესენი ლიდერთა ჯგუფში არიან და ცხრილში მეზობლად დგანან. იმერლები მხოლოდ ქულით უსწრებენ შიდაქართლელებს, ორივე გუნდის ხელმძღვანელები დაუფარავად აცხადებენ, რომ ზაფხულში ევროთასებზე მოხვედრა სურთ, ამიტომ ძალიან პრინციპული შეხვედრა იქნება. ინტრიგას ისიც აძლიერებს, რომ დიდი ხნის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატის თბილისურ მატჩში ალექსანდრე იაშვილი ითამაშებს.

ცხინვალელებმა საგაზაფხულო ეტაპი ცუდად დაიწყეს. შინ მიჯრით ორი მატჩი წააგეს, ჯერ “ვიტ ჯორჯიასთან” ქვეყნის თასის მეოთხედფინალში (4:5), შემდეგ კი “დილასთან” ჩემპიონატში (0:1). ამას მიჯრითვე ორი მოგება მოჰყვა “მერანთან” (2:0) და იმავე “ვიტ ჯორჯიასთან” (1:0) ჩემპიონატში. 4 დღის წინ კი “ვეტერინარები” მცხეთაში 4:1 გაანადგურეს, თასის ნახევარფინალში გავიდნენ და სამტრედიელებს კარგ ხასიათზე ხვდებიან.

თასის ნახევარფინალშია “სამტრედიაც,” რომელმაც გზიდან “ტორპედო” ჩამოიცილა. ზაზა ზამთარაძის შეგირდებმა საგაზაფხულო ეტაპზე ჩემპიონატში ერთი თამაში წააგეს თბილისის “დინამოსთან,” ორიც მოიგეს “ვიტ ჯორჯიასთან” (1:0) და “სიონთან” (3:1).

ასევე საინტერესოა “დინამოს” “შუქურასთან” სტუმრობა.ქობულეთელები ბოლო დროს კარგად თამაშობენ, ზედიზედ 2 მატჩი მოიგეს და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესეს. “დინამოს” კი სტაბილურობა აკლია, ამოტომ ყველაფერია მოსალოდნელი.

შედარებით იოლი მატჩი ელის “დინამოს” მდევარ “დილას.” გორელები შინ “ზუგდიდს” მიიღებენ.

საინტერესო იქნება აუტსაიდერების, “ვიტ ჯორჯიასა” და “ტორპედოს” დაპირისპირებაც. “ვეტერინართა” მთავარი მწვრთნელის პოსტზე თენგიზ კობიაშვილის დებიუტი შედგება.

13 მარტი

ცხინვალი – სამტრედია

თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო 15:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, დ. გაბისონია, შ. ქუხილავა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:3

მერანი (მარტვილი) – დინამო (ბათუმი)

მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა. “ 15:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. მენთეშაშვილი, ს. სპიცინი, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:3

ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი)

ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 15:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ზ. ბერულავა, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: ზვიად სიხარულია (ზესტაფონი)

პირველ წრეში: 3:1

14 მარტი

შუქურა (ქობულეთი) –დინამო (თბილისი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 15:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, დ. კვეტენაძე, ი. კვირიკაშვილი, გ. დოგრაშვილი, ვ. ბასილაია (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: დავით ხოჭოლავა (შუქურა)

პირველ წრეში: 0:6

დილა (გორი) – ზუგდიდი

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00

მსაჯები: დ. ვადაჭკორია, ზ. ფიფია, ი. უკლება, დ. სანოძე (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები: გიორგი სეთურიძე, ალექსანდრე კვახაძე (ორივე – დილა)

პირველ წრეში: 3:0

მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე)

რუსთავი. “ფოლადი.” 15:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. თოდრია, ი. მაჩიტაძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები: კახაბერ კაკაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე (ორივე – ჩიხურა)

პირველ წრეში: 1:2

კოლხეთი (ფოთი) – გურია (ლანჩხუთი)

ქუთაისი. ცენტრალური. 15:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, მ. კუპატაძე, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: ვაჟა მათიაშვილი (გურია)

პირველ წრეში: 2:3

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი)

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00

მსაჯები: ხ. გაგნიძე, ზვ. ერქვანია, ა. კოკაია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

1.

დინამო თბ.

18

11

2

5

31:17

35

2.

დილა

18

10

4

4

25:15

34

3.

დინამო ბთ.

18

10

3

5

22:14

33

4.

სამტრედია

18

9

4

5

21:13

31

5.

ცხინვალი

18

9

3

6

18:22

30

6.

ჩიხურა

18

7

5

6

21:21

26

7.

გურია

18

6

7

5

18:25

25

8.

შუქურა

18

6

6

6

18:18

24

9.

მეტალურგი

18

6

5

7

19:19

23

10.

მერანი

18

5

7

6

14:15

22

11.

კოლხეთი

18

5

6

7

15:19

21

12.

ზესტაფონი

18

4

8

6

33:28

20

13.

ტორპედო

18

3

9

6

19:21

18

14.

ზუგდიდი

18

4

6

8

10:19

18

15.

სიონი

18

4

5

9

15:25

17

16.

ვიტ ჯორჯია

18

3

4

11

16:24

13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარკვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია), გიორგი ილურიძე (ზესტაფონი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლია ქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.109802