12 მარტს, სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა ღონისძიება, რომელზეც „ფონდი ნატახტახტარმა“ საზოგადოებას წარუდგინა პროექტის „იზრუნე მომავალზე“ მეოთხე ტალღის ანგარიში. კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის წარმომადგენლებმა სტუმრებს ფონდის საქმიანობისა და შეგროვებული თანხის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ბავშვსა და ახალგაზრდობაზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„ფონდი ნატახტარი“ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა–კურთხევით 2010 წლის ნოემბერში შეიქმნა. პროექტი „იზრუნე მომავალზე“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს აძლევს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების შესაძლებლობას და ხელს უწყობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს მომზადებულები შეხვდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მოზარდებს დახმარებას უწევს ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველო“ და კვალიფიციური ფსიქოლოგების გუნდი. ფონდის დახმარებით საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა წვლილი შეიტანოს საქველმოქმედო პროცესში. ყოველი წლის ნოემბრის 25 რიცხვიდან თებერვლის 25 რიცხვამდე, „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან 1, 3 და 5 თეთრი (ბოთლის მოცულობის შესაბამისად 0,33ლ. 0,5ლ. და 2ლ.) გადაირიცხება ფონდში.







