ფეხბურთი

11:50 | 12.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მაისურაძე და აბურჯანია კვიპროსის თასს გამოეთიშნენ

ფამაგუსტას “ანორთოსისი”, რომლშიც ნახევარმცველები ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია გამოდიან, კვიპროსის საფეხბურთო თასის გათამაშებას გამოეთიშა.

“ანორთოსისმა” პირველი მატჩი სახლში აპოელ-თან 0:0 დაასრულა, ხოლო სტუმრად 0:2 დამარცხდა. ფამაგუსტელებში ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა. აბურჯანიამ 54-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 33-ე ტურში, “ფეირენსემ”, სადაც გიორგი მაკარიძე ირიცხება სტუმრად “ბენფიკა II”-ს 1:0 აჯობა. ქართველმა მეკარემ ზედიზედ მესამე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. “ფეირენსეს” 50 ქულა აქვს და 24 გუნდში მე-9 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126442