ფეხბურთი

22:19 | 11.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტულალანი "ინტერის" ფეხბურთელი გახდება

Football Italia-ს ცნობით, მილანის "ინტერი" "მონაკოს" ფრანგ ნახევარმცველს ჟერემი ტულალანს დაიმატებს.

როგორც წყარო იუწყება, 31 წლის ფეხბურთელი და "ინტერი" უკვე შეთანხმდნენ 3-წლიან კონტრაქტზე. ტულალანი "ინტერში" გადასვლას ზაფხულში გეგმავს, ჟერემის სწორედ სეზონის ბოლომდე აკავშირებს "მონაკოსთან" კონტრაქტი.

ტულალანმა მიმდინარე სეზონში "მონაკოს" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 34 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116215