კალათბურთში საქართველოს თასის ნახევარფინალის მონაწილე "რუსთავის" უკანახაზელი ტერენს ოგლზბი ფეხის ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა და თანაგუნდელებთან ერთად ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრაში "ბათუმთან" სათამაშოდ ემზადება. ამის შესახებ "მსოფლიო სპორტს" "რუსთავის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნათია ჯიოშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ოგლზბიმ ოცდამეოთხე ჩემპიონატის მეორე წრის მესამე ტურში ქუთაისში ადგილობრივ "ქუთაისი-2010“-თან მატჩის დროს კოჭი ამოიბრუნა, რის გამოც ტერენსმა ეროვნულ ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრა "დინამოსთან" და თასის ნახევარფინალის პირველი მატჩი "ბათუმთან“ გამოტოვა.
"რუსთავი"-"ბათუმის" მეორე თამაში 13 მარტს, რუსთავში, 18:00 საათზე დაიწყება.







