ზურაბ აზმაიფარაშვილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს ტოვებს. ჭადრაკში ევროპის ექსჩემპიონმა, საერთაშორისო დიდოსტატმა აზმაიფარაშვილმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, რადგან ის ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ვეღარ დარჩება.
16 მარტს, სამინისტროში ზურაბ აზმაიფარაშვილის გაცილების ცერემონია გაიმართება. აზმაიფარაშვილის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.







