ფეხბურთი

17:14 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეგრულ დერბიში “კოლხეთმა” იმარჯვა

დღეს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის ბოლო მატჩი გაიმართა, “ზუგდიდმა” “ბაიას” ბაზაზე “კოლხეთს” უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ ფოთელებმა “ზესტაფონსა”და “ტორპედოს” გადაუსწრეს.

ხუთშაბათს ტურის 7 შეხვედრა ჩატარდა. თბილისის “დინამომ” “ზეტაფონს” უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და წინა ტურში დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. დუბლი შეასრულა დინამოელთა ესპანელმა ახალწვეულმა მანუელ ონვუმ. ახლა მას 3 მატჩში 3 გოლი მოუგროვდა.

ქობულეთში ბათუმის “დინამომ” ლიდერ გორის “დილას” თეიმურაზ შონიას გოლით სძლია. გაიმარჯვა მეორე აჭარულმა გუნდმაც, “შუქურამ” “ჩიხურას” ორი უპასუხო გოლი გაუტანა. “ცხინვალმა” ქვეყნის თასზე დამარცხებისთვის “ვეტერინარებთან” რევანში აიღო. გაიმარჯვა ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - “სამტრედიამაც.”

მე-18 ტური

5 მარტი

გურია (ლანჩხუთი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (1:0)

1:0 თორნიკე მოსიაშვილი (18)

დინამო (ბათუმი) – დილა (გორი) 1:0 (0:0)

1:0 თეიმურაზ შონია (63)

ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 1:1 (1:1)

0:1 საბა ლომია (32), 1:1 ნიკოლოზ საბანაძე (45)

ცხინვალივიტ ჯორჯია (თბილისი)1:0 (0:0)

1:0 ლაშა შინდაგორიძე (80)

ჩიხურა (საჩხერე) – შუქურა (ქობულეთი) 0:2 (0:0)

0:1 გიორგი გურული (86), 0:2 გიორგი კუხიანიძე (90)

სამტრედიასიონი (ბოლნისი) 3:1 (1:0)

1:0 ზურაბ ხიზანიშვილი (40), 2:0 რევაზ გეწაძე (47), 2:1 ცოტნე ქებურია (68), 3:1 ილია კერძევაძე (90)

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 3:2 (1:1)

0:1 ირაკლი სიხარულიძე (4), 1:1, 2:1 მანუელ ონვუ (45, 58 პენ), 2:2 გურამ სამუშია (70), 3:2 ლაშა თოთაძე (73)

6 მარტი

ზუგდიდიკოლხეთი (ფოთი) 0:2 (0:0)

0:1 ომარ გოგნაია (63), 0;2 ლევან შენგელია (89)

1.

დინამო თბ.

18

11

2

5

31:17

35

2.

დილა

18

10

4

4

25:15

34

3.

დინამო ბთ.

18

10

3

5

22:14

33

4.

სამტრედია

18

9

4

5

21:13

31

5.

ცხინვალი

18

9

3

6

18:22

30

6.

ჩიხურა

18

7

5

6

21:21

26

7.

გურია

18

6

7

5

18:25

25

8.

შუქურა

18

6

6

6

18:18

24

9.

მეტალურგი

18

6

5

7

19:19

23

10.

მერანი

18

5

7

6

14:15

22

11.

კოლხეთი

18

5

6

7

15:19

21

12.

ზესტაფონი

18

4

8

6

33:28

20

13.

ტორპედო

18

3

9

6

19:21

18

14.

ზუგდიდი

18

4

6

8

10:19

18

15.

სიონი

18

4

5

9

15:25

17

16.

ვიტ ჯორჯია

18

3

4

11

16:24

13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა)

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია), გიორგი ილურიძე (ზესტაფონი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.212546