ფეხბურთი

11:50 | 6.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იაშკა” დაბრუნდა

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა “სამტრედიამ” შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული ქართველ გულშემატკივარს არაერთი სიურპრიზი შესთავაზა და გამონაკლისი არც მიმდინარე წელი ყოფილა.

ჯერ იყო და სამტრედიელებმა გამოცდილი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი დაიმატეს, რომელმაც პირველი წრე “დინამოში” გაატარა, ხოლო ხუთშაბათს ეროვნული პირველობის მე-18 ტურში “სიონთან” შინ მოგებული (3:1) მატჩის 79-ე წუთზე მასპინძლების რიგებში “ეროსი მანჯგალაძეზე” ალექსანდრე იაშვილი გამოჩნდა.

37 წლის იაშვილმა ბოლოს საქართველოს ჩემპიონატში 1997 წელს თბილისის “დინამოს” რიგებში ითამაშა, სადაც 1993 წლიდან გამოდიოდა და 89 თამაშში 84 გოლი მიითვალა.

მან 10 წელი “ფრაიბურგში” (1997-2007, 255 მატჩი 51 გოლი) გაატარა, 5 წელი “კარსლრუეში” (2007-2012, 141 თამაშში 24 გოლი) გამოდიოდა, 2012-2013 წლებში “ბოხუმში” (28 მატჩი), ასპარეზობდა, ხოლო გასული სეზონი აზერბაიჯანულ ბაქოს “ინტერში” (33 შეხვედრაში 5 გოლი) გაატარა. 1998-2011 წლებში იაშვილს საქართველოს ნაკრებში 68-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აუღია.

აზერბაიჯანული კლუბის მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძეს ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის დატოვება სურდა, მაგრამ “იაშკამ” განაცხადა, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებებას აპირებდა. ის საქართველოში დაბრუნდა და ბიზნეს ჩემპიონთა ლიგაში მეგობრებთან ერთად გამოდიოდა.

იაშვილი, რომელსაც ნებისმიერი მწვრთნელი პროფესიონალად ახასიათებს, სათამაშოს ფორმას ინარჩუნებდა და ზამთარში “სამტრედიას”, რომელსაც მისი მეგობარი ზაზა ზამთარაძე წვრთნის, შეკრებაზე გაჰყვა. მან “შერიფთან” ამხანაგურ შეხვედრაშიც ითამაშა.

სჩანს, ფეხბურთის სიყვარულმა თავისი გაიტანა და იაშვილმა მიმდინარე სეზონის ბოლომდე “სამტრედიაში” თამაში გადაწყვიტა. მსგავსი პროფესიონალების ყოფნა ნებისმიერ გუნდს წაადგება და “იაშკა” მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისსთვის თუ როგორ უნდა გამოავლინო შესაძლებლობების მაქსიმუმი.

ქართველისთვის “ფრაიბურგისა” და “კარსლსრუეს” კაპიტნობა იოლი საქმე ნამდვილად არაა, როდესაც ამჟამად საქართველოს ჩემპიონატიდან მსგავს გუნდებში მოხვედრა უმრავლესობისთვის აუხდენელი ოცნებაა.

შარშან ხიზანიშვილმა და წელს იაშვილმა კარგი პრეცედენტი შექმნეს, რადგან ნამდვილად მისასალმებელია წარმატებული ვეტერანების უცხოეთიდან დაბრუნება და გამოცდილების ახალგაზრდებისთვის გაზიარება.

სამტრედია   4 - 2    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ზესტაფონი   0 - 3    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ვიტ ჯორჯია

შემადგენლობა

მოვლენები

მეტალურგი   1 - 1    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   3 - 2    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

შუქურა   1 - 3    დინამო ბთ

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   1 - 1    ცხინვალი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   3 - 0    ჩიხურა

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.235538