ფეხბურთი

19:07 | 5.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ისევ ლიდერია

ხუთშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის 7 შეხვედრა გაიმართა. ტურის გვიან მატჩში თბილისის “დინამომ” “ზეტაფონს” უმასპინძლა, დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა და წინა ტურში დაკარგული ლიდერობა დაიბრუნა. დუბლი შეასრულა დინამოელთა ესპანელმა ახალწვეულმა მანუელ ონვუმ. ახლა მას 3 მატჩში 3 გოლი მოუგროვდა.

3 მატჩში ანგარიში 1:0 დაფიქსირდა. ასე მოუგო “გურიამ” “მეტალურგს,” ბათუმის “დინამომ” “დილას” და “ცხინვალმა” “ვიტ ჯორჯიას.”

ქობულეთში ბათუმის “დინამომ” ლიდერ გორის “დილას” თეიმურაზ შონიას გოლით სძლია. გაიმარჯვა მეორე აჭარულმა გუნდმაც, “შუქურამ” “ჩიხურას” ორი უპასუხო გოლი გაუტანა. “ცხინვალმა” ქვეყნის თასზე დამარცხებისთვის “ვეტერინარებთან” რევანში აიღო. გაიმარჯვა ლიდერთა ჯგუფის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - “სამტრედიამაც.”

მე-18 ტური

5 მარტი

გურია (ლანჩხუთი) – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (1:0)

1:0 თორნიკე მოსიაშვილი (18)

დინამო (ბათუმი) – დილა (გორი) 1:0 (0:0)

1:0 თეიმურაზ შონია (63)

ტორპედო (ქუთაისი) – მერანი (მარტვილი) 1:1 (1:1)

0:1 საბა ლომია (32), 1:1 ნიკოლოზ საბანაძე (45)

ცხინვალი – ვიტ ჯორჯია (თბილისი)1:0 (0:0)

1:0 ლაშა შინდაგორიძე (80)

ჩიხურა (საჩხერე) – შუქურა (ქობულეთი) 0:2 (0:0)

0:1 გიორგი გურული (86), 0:2 გიორგი კუხიანიძე (90)

სამტრედია – სიონი (ბოლნისი) 3:1 (1:0)

1:0 ზურაბ ხიზანიშვილი (40), 2:0 რევაზ გეწაძე (47), 2:1 ცოტნე ქებურია (68), 3:1 ილია კერძევაძე (90)

დინამო (თბილისი) – ზესტაფონი 3:2 (1:1)

0:1 ირაკლი სიხარულიძე (4), 1:1, 2:1 მანუელ ონვუ (45, 58 პენ), 2:2 გურამ სამუშია (70), 3:2 ლაშა თოთაძე (73)

6 მარტი

ზუგდიდი – კოლხეთი (ფოთი)

ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 15:00

დისკვალიფიცირებულები:გია ჩადუნელი (კოლხეთი), ავთო ენდელაძე (ზუგდიდი)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. ბერულავა, დ. კვეტენაძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:1

1. დინამო თბილისი 18 11 2 5 31:17 35
2. დილა გორი 18 10 4 4 25:15 34
3. დინამო ბათუმი 18 10 3 5 22:14 33
4. სამტრედია 18 9 4 5 21:13 31
5. ცხინვალი 18 9 3 6 18:22 30
6. ჩიხურა 18 7 5 6 21:21 26
7. გურია 18 6 7 5 18:25 25
8. შუქურა 18 6 6 6 18:18 24
9. მეტალურგი რუსთავი 18 6 5 7 19:19 23
10. მერანი მარტვილი 18 5 7 6 14:15 22
11. ზესტაფონი 18 4 8 6 33:28 20
12. ტორპედო ქუთაისი 18 3 9 6 19:21 18
13. ფოთი 17 4 6 7 13:19 18
14. ზუგდიდი 17 4 6 7 10:17 18
15. ბოლნისი 18 4 5 9 15:25 17
16. ვიტ ჯორჯია 18 3 4 11 16:24 13

მეგოლეები:

10 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

8- ირაკლი მოდებაძე (დილა)

7 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

6 – დათა სიჭინავა (კოლხეთი), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი/სიონი), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო),

5 - შოთა ლომია (ზუგდიდი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108672